კომპანიის მოთხოვნა არის დეტალურად გაეცნოთ დოკუმენტს და მოეკიდოთ სრული სერიოზულობით, რათა მოხდეს აუცილებელი ნიუანსების გათვითცნობიერება !!!
მოგესალმებით, საშუამავლო კომპანია შპს „ემ აი ჯგუფი“ ცდილობს მაქსიმალურად გამჭირვალედ მოხდეს ყველა პროცედურის გავლა თქვენთან ერთად, აქედან გამომდინარე ვეცდებით დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ვაკანსიებსა და სტუდნეტურ დასაქმებასთან დაკავშირებით.
სალიზინგო კომპანიების ტარიფები, რომლებიც მოღვაწეობენ გერმანიის ტერიოტრიაზე
საათობრივი ანაზღაურება | 14,00 EUR -დან საათში (Brutto> დაქვითვებით: შტოიერი) |
ღამის სმენა | 23:00 შემდეგ + 25% დანამატი |
ლოკაცია |
გერმანიის მთლიან ტერიტორიაზე. |
საცხოვრებელი |
დამოკიდებულია სალიზინგო კომპანიის პოლიტიკაზე. |
რა უნდა ვიცოდეთ სალიზინგო კომპანიების შესახებ?
გერმანიაში ფედერალურ სახელმწიფოში არსებობს სალიზინგო კომპანიები, რომელთა მიზანია სტუდენტები (მომავალში თანამშრომლები) დაასაქმოს შესაბამის სამსახურებში, რომლებთანაც ისინი თანამშრომლობენ, მაგ : ფაბრიკა/ქარხანა, სამრეცხაო, რესტორანი, სასტუმრო, საცხობი და ა.შ
რა არის სტუდენტური დასაქმება (Ferienjob) ?
Ferienjobs sind definiert als ein kurzfristiges und befristetes Arbeitsverhältnis für Schüler oder Studenten während der Schul- und Semesterferien.
Ferienjob განისაზღვრება, როგორც მოკლევადიანი და დროებითი შრომითი ურთიერთობა სკოლის მოსწავლეებისთვის ან სტუდენტებისთვის სასკოლო და სემესტრული არდადეგების დროს.
პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს გაეცნოს გერმნანულ კულტურას და პარალელულად სწავლისთვის საჭირო თანხები გამოიმუშაოს.
რა საბუთბი დამჭირდება პროგრამის გამოყენებისთვის დაინტერესების შემთხვევაში?
- ჩვენს მიერ მოწოდებული სარეგისტრაციო ფორმა https://mi-group-service.de/registration
- უმაღლესი სასწავლებლიდან დამადასტურებელი საბუთი რომ ბრძანდებით მოქმედი სტუდენტი „Imatrikulation“ - (თარგმანი + ნოტარიუსი)
- ჩვენს მიერ მოწოდებული შევსებული დოკუმენტის „Erklärung zur Immatrikulationsbescheinigung“ 2 ეგზემპლარი, ბეჭედ დარტყმული და ხელმოწერილი
- პასპორტის ასლი
რა პროცედურები უნდა გაიაროს სტუდენტის მიერ მოწოდებულმა საბუთებმა?
თქვენი საბუთები საშუამავლო კომპანია „ემ აი ჯგუფი-ს“ საშუალებით გადამისამართდება კონკრეტულ სალიზინგო კომპანიაში რომელთანაც თანამშრომლობს ჩვენი კომპანია და გაიგზავნება გერმანიის ფედერალური სახელმწიფოს შესაბამის სამინისტროში (Bundesagentur für Arbeit), რომელიც განიხილავს კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით გაცეს თუ არა მასზედ მუშაობის უფლება, სამინისტრო უფლებამოსილია დადებითი ან/და უარყოფითი პასუხი განუცხადოს სტუდენტს მუშაობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით, საბუთების დასამუშავებლად ოფიციალურად 6-8 კვირა არის საჭირო, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც დამუშავება ხდება შედარებით დაგვიანებით.
წელიწადში რამდენჯერ შემიძლია ვისარგებლო აღნიშნული პროგრამით ?
Ferienjob-ის გამოყენება შეგიძლიათ 12 თვეში მხოლოდ 3 თვით.
მაგ: თუ თქვენ ისარგებლეთ აღნიშნული პროგრამით 2022 წლის 1 ივლისიდან, მომდევნო 2023 წლის 1 ივლისამდე არ გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ
სტუდენტური დასაქმებითი პროგრამა
თუ მივიღე მუშაობის უფლება, აუცილებლად დავსაქმდები?
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი მიიღებს დადებით პასუხს სამინისტროდან, ამის შემდეგ გერმანული სალიზინგო კომპანია იწყებს სტუდენტთა გადანაწილებას შესაბამის სამსახურებში, სალიზინგო კომპანიებს აქვთ უფლება, სტუდენტები გადაანაწილოს მისთვის პრიორიტეტულ სამსახურებში.
გაითვალისწინეთ რომ თქვენზეა დამოკიდებული რამდენად პროდუქტიული იქნებით სამსახურისთვის სადაც დასაქამდებით, თუ მოხდება თქვენი განთავისუფლება კონკრეტული სამსახურიდან (მნიშვნელობა აქვს რა მიზეზით) ამ შემთხვევაში თქვენი დამსაქმებელი სალიზინგო კომპანია გაძლევთ მეორე შანსს დაგასაქმოთ ალტერნატიულ სამსახურში, მნიშვნელოვანი ფაქტია ის რომ შანსი მიეცემა სტუდენტს მხოლოდ ერთხელ !
მაქვს თუ არა შესაძლებლობა სტუდენტური დასაქმებითი პროგრამა გამოვიყენო მეგობრებთან ერთად?
საშუამავლო კომპანია „ემ აი ჯგუფი“ არის ორიენტირებული მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტთა სურვილები, თუმცა, აღნიშნული ფაქტი დამოკიდებულია თქვენს დამსაქმებელ კომპანიაზე, , რადგად მას აქვს პრეროგატივა გადანაწილება მოხდეს მისთვის სასურველ სამსახურებში. აქედან გამომდინარე არ გვაქვს გარანტია მოხდეს, მაგ : 4 ან 5 მეგობრის ერთად დასაქმება. გამონაკლისი შემთხვევბია : ცოლ-ქმარი, დედმამიშვილები.
ფორს მაჟორი !
მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორია იმჟამინდელი გერმანიის ეკომონიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობა, ასევე მსოფლიოში განვითარებული გლობალური ცვლილებები, რაც გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ბუნებრივი კატაკლიზმები, ეპიდემია, ომი და სხვა) ზეგავლენით, რომელთა წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე შესაძლოა სტუდენტმა მიიღოს მუშაობის უფლება შესაბამის სამინისტროდან მაგრამ ვერ მოხერხდეს მისი დასაქმება გერმანიის ტერიტორიაზე.
როდესაც მოხდება შესაბამისი პროცედურების გავლა საქართელოში, კერძოდ სტუდენტი მიიღებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რის საფუძველზეც გაემგზავრება დასაქმების მიზნით გერმანიაში, საზღვრის კვეთიდანვე საშუამავლო კომპანია ემ აი ჯგუფი“ -ის ფუნქცია-მოვალეობა სრულდება !!!
„ემ აი ჯგუფი“ იტოვებს უფლებას, არასრული დოკუმენტების მიწოდების შემთხვევაში,უარი განაცხადოს აღნიშნულის მიღებაზე !!