Aktuelles

მოგესალმებათ საშუამავლო კომპანია MI-Group Service ,
 
საყურადღებოა რომ ზედმიწევნით მიყვეთ ჩვენს ინსტრუქციებს.
 
გიგზავნით ჩამონათვალს თუ რომელი საბუთები უნდა დაამზადოთ, ასევე ნიმუშს თუ როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი დოკუმენტების შედგენა დამოუკიდებლად.
 

1.    Erklärung zur Immatrikulationsbescheinigung

უნდა შეავსოთ თანმიმდევრობით როგორც ჩვენს ნიმუშშია მითითებული.

იხილეთ PDF ნიმუში  Erklärung zur Immatrikulationsbescheinigung

შემდეგ ამოაპრინტერეთ და უმაღლესი სასწავლებლის რექტორის ან/და მისი მოადგილის მიერ უნდა მოხდეს ხელის მოწერა და ასევე  სველი ბეჭდით  დამოწმება, სააგენტოს დაჭირდება აღნიშნული დოკუმენტის 1 ეგზემპლარი  ხოლო 1 ეგზემპლარს ინახავს სტუდენტი.  (სულ 2 ეგზემპლარი)
!!! აკრძალულია Erklärung zur Immatrikulationsbescheinigung- ის კალმით შევსება !!!
 
       
2.    იმატრიკულაცია ანუ აქტიური სტუდენტის დამადასტურებელი ცნობა :
 
უნდა გააკეთოთ მოთხოვნა უმაღლესი სასწავლებლის შესაბამის განყოფილებაში.
 
უნდა ითარგმნოს გერმანულ ენაზე + ნოტარიუსი.
იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი სასწავლებლი თავად გაცემს ცნობას უცხო ენაზე არ საჭიროებს თარგმნას+ნოტარიუსი
 
სააგენტოს თქვენგან ჭირდება აღნიშნული საბუთის 1 ეგზემპლარი, ხოლო 1-ს იტოვებს სტუდენტი. (სულ 2 ეგზემპლარი)
 


3.    პასპორტი:

დაასკანერეთ თქვენი პასპორტი ხარისხიანად და შეინახეთ PDF-ფაილის ფორმატით.

 

!!! დოკუმენტაცია არ მიიღება :  დაკუჭული, დასვრილ ან დაკეცილ მდგომარეობაში !!!

!!! სააგენტო იტოვებს უფლებას, რომ არასრული საბუთების წარდგენის შემთხვევაში, უარი განაცხადოს მის მიღებაზე !!!

!!! აუცილებელია საზღვრის კვეთისთვის და გერმამიაში Ferienjob-ის/ მუშაობის პერიოდში, აღნიშნული დოკუმენტების 1 ეგზემპლარი სტუდენტმა თავად შეინახოს !!!

 
ჩვენს ბაზაში ასახული მონაცემების საფუძველზე მოხდება ინდივიდუალურად გასაუბრების ჩანიშვნა ყველა სტუდენტთან,ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებს სტუდენტი მაილზე.გასაუბრება გაიმართება Google Meeting-ის მეშვეობით.


გაითვალისწინეთ რომ გასაუბრების წარუმატებლად გავლის შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი ვაკანსიაზე რეგისტრაცია.
 
ჩანიშნულ დროს გასაუბრებაზე არ გამოცხადების შემთხვევაში, მოხდება სტუდენტის ავტომატური გამოთიშვა ვაკანსიიდან !

 

Tamar Mephe 62, 4600 Kutaissi (Georgien) +49 176 80 655 785 kontakt@mi-group-service.de Mo-Fr.: 11:00 - 18:00 pm